საიდუმლო ქორწინებიდან 12 დღის გასვლის შემდეგ მსახიობი პამელა ანდერსონი და რეჟისორი ჯონ პეტერსი დაშორდნენ.
„გარკვეული დრო დაგვჭირდება, რომ გავიგოთ რა გვინდა ცხოვრებისგან და ერთმანეთისგან. ცხოვრება მოგზაურობაა, სიყვარული კი პროცესი. ამ უნივერსალური ჭეშმარიტების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ ჩვენი ქორწინების ოფიცალიზაცია შევწყვიტოთ და პროცესს მივენდოთ“,_ განაცხადა ანდერსონმა The Hollywood Reporter-თან.