https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ირაკლი მახარაძის საინტერესო ფორმატით გაკეთებული ფილმები

11:02; 2.02.2020
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ძალიან საინტერესო რამეს აღმოაჩენ. სწორედ ასეთი აღმოჩენაა ჩემთვის ირაკლი მახარაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

წინ, წილად მხვდა პატივი “მხატვრისა და მაწანწალის” სეანსს დავსწრებოდი “მომა თბილისში”, სადაც ახალგაზრდულ სტუდია “პიონერფილმში” თავად რეჟისორს შევხვდით. გაცოცხლებული ნახატების, ვიდეო-არტისა და ე.წ. “სასწავლო-კინოს” , ანუ დოკუმენტურ-შემეცნებითი, მოკლემეტრაჟიანი ფილმების სინთეზით შეკრულმა ფილმმა ადვილად მოხიბლა და მოიგო ყველა ასაკის მაყურებელთა გული. ეს იყო ფილმი, რომელიც ეხებოდა თანამედროვე დიდი ქართველი შემოქმედის, ზურაბ წერეთლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას, კონკრეტულად კი მისეულ კონცეფციას გენიოსი  ჩარლი ჩაპლინის შესახებ.

ფილმის სათაური საკმაოდ საინტერესო და დამაინტრიგებელი იყო ,,მხატვარი და მაწანწალა”, ანუ ზურაბ წერეთელი და ჩარლი ჩაპლინი. ის სულ რაღაც ოცდასამწუთიანი აღმოჩნდა, თუმცა როგორც შემდეგ ვნახე, საკმაოდ კომპაქტურად იყო ინფორმაცია და შინაარსი ჩატეული ამ ქრონომეტრაჟში. 

ეს გახლავთ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმი, რომელიც ერთგვარად შეიძლება “ვიდეო-არტადაც” და “სასწავლო კინოდაც” კი მივიჩნიოთ. ჩვენებას ბევრი ბავშვი ესწრებოდა და ეს იყო ერთგვარი შემეცნებითი ლექცია, სადაც მათ ინფორმაცია მიეწოდათ ბატონი ზურაბისა და მისი შემოქმედების შესახებ და ამასთან, გაეცნენ კინემატოგრაფიის თანამედროვე სტილს, რომლითაც ეს ფილმი იყო შექმნილი. ეს ერთგვარი მრავალმხრივი პროცესი იყო ცნობიერების ამაღლებისა.  

 ვიზუალური და უშუალოდ თხრობითი, კახა თოლორდავას მიერ გახმოვანებული ნარატივით, სიუჟეტი აცოცხლებს ფილმის მთავარ მოქმედ გმირს – წერეთლისეულ ჩარლის, რომელსაც ქართული, შეფაკლული ღაწვები აქვს და კინტოსნაირი შარვალი აცვია. მაწანწალა დაიარება მუზეუმში, სადაც ქართველი ხელოვანის სხვა ნამუშევრებს ეცნობა, აკვირდება, ათვალიერებს მათ, ესალმება, უღიმის, სხვა ნახატებიც ცოცხლდებიან – ჯამბაზები ცეკვავენ, ხტუნავენ, კინტოები უკრავენ, მღერიან “ქსოვრელების”  მუსიკაზე. საქართველოში “მოგზაურობის” შემდეგ კი იგი უბრუნდება თავის “ჩარჩოს” მუზეუმში, წერეთლის სხვა ქმნილებების გვერდით.

ეს მოქმედებები კი თან ახლავს იმ ისტორიას, რომელიც, როგორც ინგლისურად ამბობენ, ამ ყველაფრის უკან მდგომ “მასტერმაინდს” (MasterMind) – ანუ ,,მასტერგონებას” ეხება – თავად ზურაბ წერეთელს, რომლის ისტორია და შემოქმედებაა მოყოლილი ამ ფილმში.

კინოსურათი გვამოგზაურებს ხელოვანის ბავშვობაში, მის ადრეულ  ცნობიერებაში; ეროვნული არქივიდან მოძიებული კადრების დახმარებით ვეცნობით იმ მოვლენებს, რომლებმაც გავლენა იქონიეს მისი შემოქმედებისა და ესთეტიკის ჩამოყალიბებაზე. ნამუშევართა ახლო, დეტალური დაკვირვება, ანუ “close-up”, გვიხსნის მისი ნამუშევრების შინაარსს – ნოსტალიური, მელანქოლიური ცირკი, ლამაზი ფორმებით გამოყვანილი ქართველი მანდილოსნები, ბომბორას- სახიანი ბავშვები…

ფილმში აქცენტი ზურაბ წერეთლის საერთაშორისო მნიშვნელობაზე, მდიდარ კულტურულ სამყაროზე კეთდება. ჩარლის პერსონაჟიც სწორედ ამის სიმბოლოა – ზურაბ წერეთლისეული აღქმა ჩარლისა, ჩარლის “ჩამოყვანა” საქართველოში და მისი “გაქართველება” არის მისეული კონცეფცია კულტურათა თანხვედრისა, შერწყმისა. ამის ერთ-ერთი ღიმილისმომგვრელი მაგალითი ფილმში არის “ქსოვრელების” მიერ შესრულებული “ბრინდიზი” ვერდის “ტრავიატადან”.

რა თქმა უნდა, ყურადღება ზურაბ წერეთლის სკულპტურულ შემოქმედებასაც დაეთმო – ძალიან კარგად იყო აღწერილი ბატონ ზურაბის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ქანდაკებათა პალიტრა, რომლებიც არაერთ ქვეყანას ამშვენებენ, ერთ-ერთი მათგანი შორეულ პუერტო რიკოშიც კი დგას.

გაცოცხლებული ნახატები და ანიმაცია, ეჭვგარეშეა, ფილმის მთავარი ძალიან შთამბეჭდავი სამკაული იყო, რაზეც კოკა კაპანაძემ და ხათუნა ტატუაშვილმა იმუშავეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თავად ხელოვანის დოკუმენტური კადრებიც ახლდა – თუ როგორ დგას იგი უზარმაზარი ქანდაკების ქვეშ, როგორ ხატავს ერთ-ერთ ჩარლის, როგორ აძლევს სიცოცხლეს გვირილებს. ძალიან საინტერესო იყო თავად ჩარლის შვილთან – ჯერალდინა ჩაპლინთან შეხვედრის ეპიზოდი, თუ როგორ გააცნო ბატონმა ზურაბმა დიდი გენიოსის შთამომავალს საკუთარი ნამუშევრები და ერთ-ერთი ქანდაკება უსახსოვრა კიდეც (მე პირადად ძალიან გამეხარდა, ეს რომ გავიგე და ვნახე – ვფიქრობდი, რა დასანანი იქნებოდა, რომ ჩარლის შთამომავლობას ინფორმაციის დონეზე მაინც რომ არ სცოდნოდა ამ ყველაფერის შესახებ-მეთქი…)

მთლიანობაში კი “მხატვარი და მაწანწალა” საკმაოდ საინტერესო და ადვილი საყურებელი გამოვიდა, რომელიც დარბაზში მყოფ ყველა ასაკისა და გემოვნების მქონე აუდიტორიას მოეწონა. რა თქმა უნდა, სტუდიელებმა ავტორს ჩვენი შთაბეჭდილებები გავუზიარეთ და წარმატებები ვუსურვეთ მომავალი პროექტებისთვის.

დასასრულს კი, როგორც დასაწყისში ვახსენე, ფილმმა ზურაბ წერეთლის შემოქმედების გაცნობის და ხილვის სურვილი უფრო მეტად გამიღვივა და შევეცდები, მაქსიმალურად სწრაფად ვეწვიო ამ მუზეუმს ახლო მომავალში, რათა პირადად შევიგრძნო და ვიმოგზაურო იმ სამყაროში, რომელიც ბატონი ირაკლისა და მისი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შექმნილმა “მხატვარმა და მაწანწალამ” გამაცნო.

ამ ფილმმა დამაინტერესა, რომ რეჟისორის სხვა ნამუშევრებიც მენახა და უკეთ გამეცნო მისი შემოქმედებითი ესთეტიკა. 

ჩემი ყურადღების ქვეშ მოექცა მისი კინოსურათები ცნობილი ქართველი მხატვრებისა და საზოგადო მოღვაწეების შესახებ – შალვა ქიქოძე და დიმიტრი შევარდნაძე, ასევე ფილმი “სახლი ლხინისა” – ფიროსმანის დროინდელი კოლორიტული თბილისის შესახებ.

ირაკლი მახარაძე, უპირველეს ყოვლისა, დიდი პატრიოტია და თავის შემოქმედებაში სწორედ თავისი სახელოვანი თანამემამულეებისადმი პატივისცემას, სიყვარულს და აღფრთოვანებას გამოხატავს, აღსანიშნავია, რომ იგი განსაკუთრებული სითბოთი იხსენიებს და აღწერს გურული წარმომავლობის მქონე მოღვაწეებს.   მისი შემოქმედებაც, სწორედ, დოკუმენტური სახისაა – იგი შეძლებისდაგვარად სიღრმისეულად იკვლევს ამ პიროვნებათა ბიოგრაფიას და შემოქმედების შინაარსს; ნამუშევართა განხილვით და მათ დეტალებში ჩაღრმავებით, ასე ვთქვათ, “close-up”-ით კი ერთგვარ ლექციასაც კი გვაწვდის ხელოვნების თემაზე.

მას დოკუმენტალისტიკა ანიმაციურ სტილში ჰყავს გადაყვანილი – გრაფიკა და ორგანზომილებიანი (2D) სამყარო ციფრულ, (3D) სამყაროსთან აქვს შერწყმული, რითაც იგი კიდევ უფრო ამდიდრებს და საინტერესოს ხდის ამ ყველაფერს.

  ქრონოლოგიურად, “სახლი ლხინისა” დანარჩენ ორთან შედარებით უფრო ადრეა გადაღებული. იგი ვასო ჩაჩანიძის მოგონებებს ეყრდნობა. როგორც ზემოთ ვახსენე, ის ფიროსმანისდროინდელი თბილისის კოლორიტულ ცხოვრებასა და გამორჩეულ კოლორიტულ პიროვნებებზე მოგვითხრობს. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის დროინდელ შავ-თეთრ ფოტოებში ნიკალას ნამუშევრებია შერეული, ხოლო “სტოპ-მოუშენით” ამოძრავებული ეპიზოდები აცოცხლებს ამ ფოტოებზე ასახულ მოქმედებას. გივი სიხარულიძის წამყვანობით, “უშუალო” მონაწილეობითა და ნარატივით ჩვენ გადავდივართ და ვმოგზაურობთ მულტიკულტურულ თბილისში, ვხვდებით რამდენიმე ცნობილ თბილისელს, მათ შორის ნიკალასა და მფრინავს ბესარიონ ქებურიას. ნოსტალგიითა და მელანქოლიით გაჯერებული ფილმი სითბოთი ავსებს მაყურებელს და უტოვებს სურვილს, რომ წარსულში ერთი დღით მაინც იმოგზაუროს ასეთ თბილისში და გახდეს ყველა ამ მოვლენის მოწმე – როგორი შიშითა და ტერორით უმზერდნენ თბილისელები “ეშმაკისეულ” ტრამვაის, როგორ დაიარებოდნენ ამაყი კინტოები ქუჩებში, როგორი მორალურ-ეთიკური კოდექსები სუფევდა ქალაქში და რას ნიშნავდა ნამდვილი თბილისელობა…

ცნობილი ქართველი მოღაწეებისადმი, განსაკუთრებით კი მხატვრებისადმი მიძღვნილი ნამუშევრები კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს იმას, თუ რამდენი ცხოვრებისეული სისასტიკის გადატანა მოუხდათ ამ ადამიანებს სიცოცხლის განმავლობაში. ჩვეული “ვიდეო-არტის”, “სტოპ-მოუშენისა” და სხვადასხვაგანზომილებებიანი სამყაროების შერწყმით ( რაც უფრო ინტერაქტიულს, ადვილ და სასიამოვნო საყურებელს ხდის, თან ქრონომეტრაჟიც არაა დიდი და ამით, ის უფრო მისაღებია ნებისმიერი ასაკის მქონე მაყურებლისთვის) ვეცნობით და ვუღრმავდებით ამ დიდ მოღვაწეთა ცხოვრებას.

ჩემი აზრით, ერთ-ერთი გამორჩეული “რეჟისორული თვისება” ბატონი ირაკლისა არის ის, რომ მას საინტერესოდ აქვს გააზრებული ფილმის მუსიკალური შინაარსიც, რადგან საინტერესოდ უხამებს საჭირო მუსიკას ფილმის თითოეულ ეპიზოდს, იქნება ეს ქართული თუ უცხოური კომპოზიტორის ნამუშევარი.

ამდენად ჩვენ უფრო მეტად შევიგრძნობთ შალვა ქიქოძის უზომოდ თბილ წერილს ბებიასადმი, მისი პეტერბურგული პერიოდის ნამუშევართა სიბობოქრეს, ეროტიკას, საინტერესო შარჟებს; დიმიტრი შევარდნაძის ცხოვრების ბობოქარ დეტალებს…

ამასწინათ დავფიქრდი, რომ ქართველები, ღვთის წყალობით, ნიჭიერებას არასდროს ვუჩივოდით  და ირაკლი მახარაძის ამ კონკრეტულმა ნამუშევრებმაც ამაში დამარწმუნეს და ერთგვარად გულიც კი დამწდა, რადგან უმეტესი მათგანი დღემდე  მაინც არაა კარგად ცნობილი ფართო აუდიტორიისთვის, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდებისთვის. (ამან კი ერთგვარად მცირედი იდეა გაანათა ჩემს გონებაში, რომ ასეთი ნამუშევრები თვიურად მაინც,  დამატებით აუდიო-ვიზუალური მასალის სახით მიეწოდოს სასწავლო დაწესებულებებში, რაც მრავალმხრივ სასარგებლო იქნება მოსწავლეთათვის, თუნდაც თეატრალურისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის).

რომ შევაჯამოთ, ჩემთვის ირაკლი მახარაძის შემოქმედება საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა – საინტერესო ფორმატით გაკეთებული ფილმები დიდ ინფორმაციულ და შემოქმედებით წყაროს წარმოადგენს არა მარტო კინო სფეროში და ვფიქრობ, რომ ძალიან პოტენციური და იმედისმომცემი იქნება, რომ  მის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს და ერთგვარად გაგრძელება და განვითარება ჰპოვოს ქართულ კომერციულ კინოსა და ანიმაციაში.

ეთერ ფარჩუკიძე

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

„თუ ღამურას არ ჭამთ, არ ნიშნავს რომ რამით მეტნი ხართ“ – ქართველი, რომელიც ჩინეთში დარჩა

"იძულებული გავხდი მიმეღო ეს გადაწყვეტილება" _ ნათია ზოიძემ თანამდებობა დატოვა

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო