საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სფფ-ის მწვრთნელთა განათლების კურსების ყოფილი ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე ფიფაში იმუშავებს. დარსაძე მსოფლიო ფეხბურთის მმართველ უწყებაში გლობალური ფეხბურთის განვითარების ტექნიკური ექსპერტის პოსტზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით დაინიშნა.
საინტერესოა, რომ ფიფას გლობალური ფეხბურთის განვითარების განყოფილებას ლეგენდარული ფრანგი სპეციალისტი არსენ ვენგერი ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, გაიოზ დარსაძე მცირე პერიოდით საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა. ეს 2005 წელს იყო, როდესაც ალან ჟირესი შეცვალა, ხოლო მოგვიანებით, თავად კლაუს ტოპმიოლერმა ჩაანაცვლა.
წყარო: worldsport.ge