“ბიჭი გზაზე ყოჩივარდებს ყიდის ახლა.
კორტანეთი p.s. ის დღეიდან ჩვენი სტიპენდიანტი გახდება“ – ამ წარწერით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი და პოეტი გიორგი კეკელიძემ ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მოგვიანებით შემდეგი სახის სტატუსი გაავრცელა ფეისბუქით.
“ამ ბიჭს, გზებზე რომ ყოჩივარდებს ყიდის კორტანეთში და რაღაც ხნის წინ ფოტოც გადავუღე და გიჩვენეთ, ბევრი ვესაუბრე. გონიერი და მშრომელი მოსწავლეა კორტანეთიდან, უაღრესად ზრდილობიანი და შეგნებული. მისი ცხოვრების სირთულეებზე არ მოგიყვებით – დღეს აქვს, ხვალ დაძლევს. და დაძლევაში რომ ცოტა, სულ ცოტა მაინც დავეხმაროთ, მას ჩვენი საგანმანათლებლო ,,გურული დღიურების ფონდი” დაეხმარება. დღეიდან ის ჩვენი სტიპენდიანტია“.