პოლონეთის სასამართლო სისიტემის ცვლილება დესტრუქციაა და არა რეფორმა_ ამის შესახებ განცხადება ევროკომისარმა ვერა იუროვამ გააკეთა.
როგორც Reuters იუწყება, აღნიშნული განცხადება ევროკომისარმა მას შედეგ გააკეთა, რაც ვარშავაში ათასობით დემონსტრანტი პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის წინ შეიკრიბა რეფორმების მხარდასაჭერად და სკანირებდნენ, რომ ევროკავშირის პოლიტკოსებმა პოლონეთის სასამართლოს ხელი უნდა გაუშვან.
რეფორმების საწინააღმდეგო აქციები პოლონეთში რამდენიმე თვეა გრძელდება.
პოლონეთის სათავეში პარტია Law and Justice 2015 წელს მოვიდა და მას შემდეგ არაერთი სასამართლო სისტემის რეფორმა განახორციელეს, რასაც ევროკავშირის წარმომადგენლები და დემოკრატიული აქტივისტები ბლოკის კანონის უზენაესობის სტანდარტების დარღვევად აფასებენ.
პარტიის თქმით, რეფორმები ეფექტურია და სისტემას კომუნიზმის დარჩენილი ნაშთებისგან ათავისუფლებს.