„ზეწოლა არ შეწყდება არც ერთი მიმართულებით, რომ იყოს სამართლიანი, პროპორციული არჩევნები“,_ ამ განცხადებით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ ვარიანტზე თებერვლის ბოლომდე შეთანხმება თუ ვერ შედგება, მოლაპარაკების ბოლო რაუნდიც დაიხურება.
„ნებისმიერი სისტემით, ნებისმიერ კონფიგურაციაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური მომავალი აღარ არსებობს, თუმცა ზეწოლა იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს სამართლიანი პროპორციული არჩევნები, რომელიც სურთ საქართველოს მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება აქციებით, გაგრძელდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრით“,_განაცხადა დეკანოიძემ.