მეგან მარკლის საყვარელი დიეტა ვეგანურია და მას თითო კვირის განმავლობაში იცავს. ზოგადად, დამტკიცებულია, რომ მცენარეულ საკვებზე დაფუძნებული დიეტა საუკეთესოა კანისთვის, თუმცა, მეგანი მკაცრი შეზღუდვების წინააღმდეგია. „ყველაფერი ბალანსზეა დამოკიდებული, არ მინდა თავი შეზღუდულად ვიგრძნო“ -აღნიშნა მან.
მეგანის რჩევით, აუცილებელია რომ დიეტის დაცვის დროს სხვა პროდუქტი მთლიანად არ აიკრძალოთ, რადგან ისინიც შესაძლოა ხელისშემწყობი აღმოჩნდეს თქვენი წონის დაკლებისთვის, მაგალითად, ასეთია – თევზი, კვერცხი და რძის პროდუქტები.
მეგანი დიეტის დროს არც ღვინოს, პასტასა და კარტოფილ ფრის ერიდება, რადგან თვლის, რომ როდესაც ადამიანი საყვარელ საკვებს ვეღარ იღებს, ამან შესაძლოა კიდევ უფრო გაუმძაფროს სურვილი, რომ გადამეტებული დოზით მიირთვას საკვები, რაც პროცესს კიდევ უფრო დამთრგუნველს ხდის.