https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

24 თებერვალი ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღეა

14:02; 24.02.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

2006 წლის 24 თებერვალს ქართველი მუსიკოსი, მწერალი ირაკლი ჩარკვიანი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში გელა ჩარკვიანი, ირაკლი ჩარკვიანის მამა სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

“ჩაწერა მაქვს „რუსთავი 2“-ზე, დათო გოგიჩაიშვილთან. ნახევარ საათში უნდა გავიდე, – მითხრა ქეთათომ ტელეფონით. – იქნებ მოხ­ვიდეთ და ჩვენთან იყოთ, სანამ დავბრუნდები. ირაკლი ღამე თავს კარგად არ გრძნობდა. ახლა ჩაეძინა, მაგრამ მაინც მეშინია“.

პარასკევის დილა იყო. ჩემს მდივანს, შორენა კობერიძეს დავურეკე და ვუთხარი, შემაგვიანდება-მეთქი. თეთრი „ტოიოტა კოროლა“ ეზოში მელოდებოდა. ომარ არუთინოვს ვთხოვე, ირაკლისთან ვერაზე მივეყვანე და გარაჟში ჩემს ზარს დალოდებოდა. ქეთათო რომ გავიდა, სავარძელში ჩავჯექი და კინოსცენარის კითხვას შევუდექი. იმ დღეებში გია ბაზღაძემ შემომთავაზა ქართულად გამეხმოვანებინა ერთი უცხოური საბავშვო კინოს პერსონაჟი. ამ ფილმის ჩვენებას გია თავისთან, რუსთაველის კინოთეატრში აპირებდა და რატომღაც გადაწყვიტა, რომ „კინო­გმირს“ ყველაზე უფრო ჩემი ხმა და ინტონაცია მოუხდებოდა. დავთან­ხმდი, რადგან ამ საქმეში გარკვეული გამოცდილება მქონდა და, რაც მთავარია, წინანდელივით დაკავებული აღარ ვიყავი – სიტყვებს აღარ ვწერდი და არაფრის თარგმნა აღარ მიხდებოდა. ფილმების გახმოვანებასთან კარგი მოგონებები მაკავშირებდა. დიღომში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ძველებური ყაიდის ვეება მიკროფონებთან არაერთხელ ვმდგარვარ დოდო აბაშიძესთან, თენგიზ არჩვაძესთან, რამაზ ჩხიკვაძესთან და სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად. რეზო ჩხეიძის „ნერგებში“ ამერიკელი ტურისტების ეპიზოდი თითქმის მთლიანად მე და ილო თუმაჯანოვმა გავახმოვანეთ. მერაბ კოკოჩაშვილის „მწვერვალში“ გია ყანჩელის დაწერილი ინგლისური სიმღერაც კი ვიმღერე. კიდევ იყო ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“ და „შერეკილები“, რომლის დიალოგები, ელდარ შენგელაიას თხოვნით, ინგლისურად ვთარგმნე და ქართულ ტექსტს დავადე. მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში კინოსთან შეხება აღარ მქონია და ახლა, ამდენი პოლიტიკით დაღლილს, კინოპერსონაჟის აუდიო-თამაში უთუოდ გამახალისებდა.

რამდენიმე გვერდი წავიკითხე და ცოტათი მომწყინდა – მხატვრულის კითხვას გადაჩვეული ვიყავი. ფურცლები იატაკზე დავდე. ავდექი და კედელზე დაკიდებული ირაკლის ნახატებისა და ფოტოების თვალიერება დავიწყე. მერე დიდ ოთახში გავედი და მძინარე ირაკლის დავხედე. მშვიდად, მეტრონომის სიზუსტით სუნთქავდა. ერთ ბეჭზე საბანი არ ეხურა და ხელი დავადე. სიცხე არ ჰქონდა. კედლებზე სურათები აქაც იყო და სანამ ყველა, ალბათ ასჯერ ნანახი, ისევ დავათვალიერე, ოთახი არ დავტოვე. კვლავ სავარძელში ჩავეშვი, თუმცა სცენარი იატაკიდან აღარ ავიღე. სახლში წავიკითხავ-მეთქი, ირაკლის პატარაობა გამახსენდა, როგორ ვეთამაშებოდი „შემოქმედებით“ თამაშებს – რითმობანას, პარადოქსობანას, ოქსიმორონობანას და აბსურდობანას. „აბა, გარითმე ხალი!“ უმალ პასუხობდა – „მსხალი“. „აბა, კიდევ?“ „ნალი, თვალი, ალი, ქალი, მთვრალი“. „გეყოფა“. „აბა, მოიგონე პარადოქსი“. „ისეთი მშიერი ვარ, რომ ხინკალსაც კი არ შევჭამ“. „კარგია. ახლა ოქსიმორონი მინდა სიტყვაზე ტკბილი“. დაფიქრდებოდა, „ვიცი! ვიცი! ტკბილი სევდა, ტკბილი ტკივილი“. „აბა, რაიმე აბსურდული ფრაზა მოიგონე, ისეთი როგორც ყვავი ჩხიკვის მამიდა“. „ბიძაშვილის ვირის ზმნიზედა. ხომ მაგარია?“ „კარგია“, – მოვუწონებდი და ის ბედნიერი ხტუნვა-ხტუნვით ეზოში გავარდებოდა, სადაც მისი თანატოლები უფრო ბიჭურ თამაშებს შესთავაზებდნენ.

მერე ის საშინელი საღამო გავიხსენე, როცა ირაკლი და გეგა, მაგრად ნაცემები, წყნეთის კინოდან ჩვენს აგარაკზე ამოვიყვანეთ და ისიც, როგორი დაზაფრულები ისხდნენ ირაკლი და კოსტე, როცა გაიგეს, რომ გეგამ თვითმფრინავი გაიტაცა, ისე, რომ მათთვის არაფერი უთქვამს; და სულ ახლახან ქეთათოსთან ერთად რომ გვეწ­ვია და ნანას და მე გამოგვიცხადა, – მალე გოგო გვეყოლება და გადავ­წყვიტეთ რეტრო სახელი დავარქვათ – ნანაო. პატარა ნანამ გვასახელა – თავის წითურ ძაღლთან, კაფკასთან ერთად ის წარმატებით ასრულებდა როლს „მაესტრო TV“-ის მიერ გადაღებულ რეალიტი შოუში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში დეტალურად აშუქებდა ირაკლისა და ქეთათოს ყოველდღიურ ცხოვრებას. ამ დღეს ნანა ბებიასთან, გულიკოსთან იყო, რომელსაც დულიტოს ეძახდა, ისე როგორც მე – დელას. უკანა­ენისმიერებს, ვერც მჟღერსა და ვერც ყრუს, ბავშვი ვერ წარმოთქვამდა. ამით თავის მეორე, თანამოსახელე ბებია ნანას ჰგავდა, რომელიც თურმე ადრეულ ბავშვობაში кукла-ს ნაცვლად тутла-ს ამბობდა. ამგვარ მოგონებებში გავატარე საათ-ნახევარი. მალე ქეთათო უნდა დაბრუნებულიყო. წამოვდექი და კვლავ იმ ოთახში შევედი, სადაც მძინარე ირაკ­ლი მეგულებოდა. იმავე პოზაში იწვა და ოთახიდან გასვლა დავაპირე. კართან ვიდექი. არც გავდიოდი და არც უკან ვიხედებოდი. ძალიან არ მინდოდა დამენახა ის თითქმის შეუმჩნეველი ცვლილება, რომელიც შევამჩნიე და არ შევიმჩნიე, ის ზარდამცემი, უსასრულოდ მცირე სხვა­ობა, ახლად მკვდარს ცოცხლისგან რომ განასხვავებს. რამდენ ხანს შემეძლო მეტყუებინა თავი… მივედი და იმავე ბეჭზე ხელი დავადე. არ სუნთქავდა. მერე მკერდს ჩავუყევი. მხოლოდ გულის სიახლოვეს აღმოვაჩინე პაწაწინა თბილი წერტილი. სასწრაფოს ექიმმა გარდაცვალება დაადასტურა. ქეთათო ჯერ კიდევ სტუდიაში იყო, იქ შევატყობინე და „რუსთავი 2“-მა ირაკლის სიკვდილის ამბავი breaking news-ის სახით გაუშვა ეთერში… ამას მოჰყვა სხვა ტელევიზიების სიუჟეტები, ათას­გვარი ვერსიებით და უწყვეტი ზარების ნაკადი ჩემს მობილურზე.

ნანა მიღებული შოკისგან სიცოცხლის ბოლომდე სრულად ვერ გამოვიდა. მის გაუსაძლის ტკივილს ისიც ერთვოდა, რომ სახსრის მოტეხილობისა და ხელოვნურით ჩანაცვლების შემდეგ დამოუკიდებლად სიარული ჯერ არ შეეძლო. სულ ლოგინში იწვა და ტიროდა. ცრემლს მეც ვერ ვიკავებდი, განსაკუთრებით, როცა ვიხსენებდი ირაკლის სასაცილომდე არარეალურ ბიზნეს-პროექტებს, რომელთა განხორციელებით აპირებდა, გამდიდრებას თუ არა, საკუთარი ოჯახის შენახვას მაინც. ამგვარი იდეების გენერირებას მან მას შემდეგ უმატა, რაც გაჩნდა პატარა ნანა, მისი ერთ-ერთი ბოლო, და ბაბუა-ბებიების აზრით საუკეთესო ნაწარმოები. ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს: ერთი – ჩემი და ნანას პირმშო. ის ჩემს მეხსიერებაში მარად ბავშვად დარჩება. სწორედ ამ ბავშვის – ირაკლის სიკვდილი განვიცადე ასე მწარედ 2006 წლის 24 თებერვალს. მეორე – მიამიტი და იმავდროულად უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული შემოქმედი. ის არ მომკვდარა. „სათქმელი თქვა და უბრალოდ კარი გაიხურა“.

სამძიმრის სათქმელად ჩვენს პეკინის 14-ის ბინაში, ნათესავებისა და ნაცნობ-მეგობრების გარდა, საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელები მოვიდნენ. სანდრა სააკაშვილი ყოველდღე ჩვენთან იყო და მწოლიარე ნანას საათობით ეჯდა. როცა სადარბაზოში შევარდნაძის დაცვის თანამშრომელი შევნიშნე, მივხვდი, რომ მალე ექს-პრეზიდენტი გამოჩნდებოდა. შევი გადამეხვია, გასვლისას კვლავ შეხედა ირაკლის და თავი დახარა, როგორც მაშინ, მამაჩემის პანაშვიდზე. ცოტა ხანი გავიდა და ოთახში მიშა სააკაშვილი შემოვიდა. მელაპარაკა. მერე დიდხანს ჩუმად იყო. რაღაცაზე ფიქრობდა. წასვლისას ასე მითხრა – „სამსახურში გამოსვლას ნუ იჩქარებ, მაგრამ როცა გამოხვალ, აუცილებლად მნახე“.

მაშინ მე პრეზიდენტის თანაშემწე და პრესსპიკერი ვიყავი. დღის განმავლობაში ვეცნობოდი მსოფლიო მედიაში გამოქვეყნებულ ჩვენთვის საინტერესო მასალას და საღამოობით შეკუმშული სახით მიშას ვაცნობდი. კვირაში რამდენჯერმე ქართველ და თბილისში აკრიდიტებულ უცხოელ ჟურნალისტებს ვხვდებოდი და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ჩვენეულ ხედვას ვუზიარებდი. ტელევიზიებში კვლავინდებურად ხშირად ვჩნდებოდი. სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი და მოხელეთა შრომის პირობები შეუდარებლად გაუმჯობესებული.

მიშა ერთი კვირის თავზე ვნახე. ყოველგვარი შესავლის გარეშე მით­ხრა, რომ წინათაც ფიქრობდა და აზრი არც ახლა შეუცვლია: „საქარ­თველოს ინგლისში შენ უნდა წარმოადგენდე“. ეს სიახლე ნანას ტრაგედიამდე რომ გაეგონა, სახე გაუბრწყინდებოდა და მეგობრებს ტელეფონზე რეკვით აიკლებდა. ახლა კი მხოლოდ თავი დამიქნია და თვალები ცრემლით აევსო. ლონდონში სექტემბერში წავედით. თან შვილიშვილები – ანა და გაგა – წავიყვანეთ. პატარა ნანა ჯერ მართლაც პატარა იყო და ლონდონში ყოფნა არაფერს არგებდა. ჩამოვიდა, როცა სკოლის ასაკს მიაღწია.

ლონდონმა თავისი ქნა. დიპლომატიურმა მიღებებმა, მკაცრი დრეს­­კოდის ნორმების აღსრულების აუცილებლობამ, ახლად შეძენილი ნაცნობების მრავალეროვნულმა წრემ ნანა თანდათან თვალში გამოახედა. და როცა, ბუკინგემის სასახლეში დედოფლისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის აღსანიშნავად გამართულ vin d’honneur-ზე მან შამპანურით სავსე ჭიქა ასწია, მის უძირო თვალებში პირველად ამ თვეების განმავლობაში მოციმციმე ვარსკვლავები დავინახე“. – წერს გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება37Tweet23Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:29; 23 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს

16:50; 23 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

14:24; 23 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

11:53; 23 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

10:03; 23 დეკემბერი, 2025

კორონავირუსზე ეჭვის გამო ბათუმის მატარებელი თბილისიდან ვერ გადის

მაია მერკვილაძე: შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის

19:02; 23.12.2025
პოლიტიკა

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

18:54; 23.12.2025
პოლიტიკა

ოზურგეთის მომსახურების ცენტრს ირაკლი გაბედავა უხელმძღვანელებს

18:06; 23.12.2025
სამართალი

ზუგდიდში მამაკაცი მოკლეს

17:39; 23.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:29; 23.12.2025
საზოგადოება

ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს

16:50; 23.12.2025
პოლიტიკა

თამთა მიქელაძე: აშკარა იყო, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი მეარყიშვილს ამისთვის ფასს გადაახდევინებდა

16:38; 23.12.2025
პოლიტიკა

ლევან სამუშია: გვეუბნებიან, რომ წლების განმავლობაში, „ოცნებაში“ კორუფცია იყო მოდებული, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის?!

15:44; 23.12.2025
პოლიტიკა

DRI : ახალგორში აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი უკანონოდ დააკავეს

15:38; 23.12.2025
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

14:24; 23.12.2025
ფინანსები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა

14:17; 23.12.2025
ფინანსები

შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად – ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa

12:58; 23.12.2025
სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარი აიღო – პროკურატურა

12:29; 23.12.2025
სამართალი

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შესახებ

12:02; 23.12.2025
საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

11:53; 23.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო