საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გურიის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელი არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და ქვეყნის ოკუპაცია განახორციელა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
ამ დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.