ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელი გიორგი ბერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ კორონავირუსით დაავადებული ადამიანი ამ დრომდე ინფექციურ საავადმყოფოში არ შეუყვანიათ და მოქალაქეებმა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ.
„ამ დრომდე და აქამდე კორონავირუსის შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა! გთხოვთ, იქონიოთ ელემენტალური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა – ნუ ავრცელებთ ჭორებს და აბსურდულ ვერსიებს…
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით პაციენტი არ გვყოლია, ახლაც არ გვყავს და ნურც ვინატრებთ ამ ვირუსის დაფიქსირებას…. ძილი ნებისა ერო”, – წერს გიორგი ბერიძე.