საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი გვირჩევს თუ როგორ ავიცილოთ თავიდან კორონავიუსი
კორონავირუსის პირველი ნიშნები ვლინდება ყელის მცირე ტკივილით, ყელის სიმშრალით და ცხვირის სიმშრალით, მშრალი ხველა საშიშია სიცივეში, სითბოში სუსტდება, მივიღოთ რაც შეიძლება მეტი თბილი წყალი. ცივისგან შევიკავოთ თავი. შევზღუდოთ ყველა სახის საკვები.
გადავიდეთ მონოკვებაზე (მხოლოდ ერთი სახის საკვები, ერთ მიღებაზე). მაქსიმალურად გამოვრიცხოთ ნახშირწყლების მიღება. რეკომენდირებული საკვებია: ნიგოზი, თხილი, გოგრის თესლი, ლობიო, მოხარშული საქონლის ხორცი, სალა, მწვანილი და ყველა საკვები, რომელიც შეიცავს ქლოროფილს.
100%-ით გამორიცხეთ ტკბილი, პური და რძის პროდუქტები. საკვები მიიღეთ დღეში მხოლოდ ერთხელ, შუადღით.
დილით გაღვიძებისას დალიეთ 3-4 ჭიქა თბილი წყალი და შემდგომ 1 საათი არაფერი მიიღოთ.
სასურველია შიმშილი ყოველ მესამე დღეს. მოერიდეთ ონკანის წყალს.
გარეთ ყოფნისას მაქსიმალურად შევეცადოთ რომ არ შევეხოთ საზოგადოებრივ ნივთებს, ძალიან ხშირად დავიბანოთ საპნით ხელები, ტანსაცმელს შეუძლია 6-12 საათი შეინარჩუნოს ვირუსი რომელიც გვაცვია და მოხმარების შემდეგ თუ არ გავრეცხავთ გავფინოთ მზეზე.
ეს სიმპტომები გრძელდება 3-4 დღე შემდეგ ვირუსი გადადის ფილტვებში, სადაც 5-6 დღეში ვითარდება პნევმონია მაღალი სიცხით, სუნთქვის გაძნელებით და თითქოს იძირებით წყალში. თავიდანვე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, მანამდე ყელის ტკივილის დროს გამოივლეთ ბეტადინის წყალში განზავებული 10%-იანი ხსნარი.
წამლებიდან: არბიდოლი, ინგავირინი, ვიუსიდი და ნიმესილი. აქედან, სიცხის დამწევი მხოლოდ 39 და მეტი სიცხის შემთხვევაში. არ მიიღოთ საწუწნი საშუალებები. სასურველია გაკეთდეს რინგერის გადასხმები და ინტრავენური ვიტამინოთერაპია.
წყარო: tvalsazrisi.ge