ბათუმში “ლეიბორისტული პარტიის” ოფისი დაარბიეს, რომელსაც ამჟამად მოძრაობა “გაბედეს” წევრები იყენებენ.
„გაბედეს“ წევრები მომხდარს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
“ჩამოხეული იყო ჩვენი დამზადებული ბანერები. ასევე ჩამოგლეჯილი გარედან ჩვენი დროშა. მე პირადად ამ ყველაფერს ვღებულობ პირდაპირი მნიშვნელობით რაღაც ტიპის მომართვად და მინიშნებად იმისა, რომ ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ნამდვილად აწუხებს ხელისუფლებას,”_ აღნიშნა მოძრაობა “გაბედეს” წევრმა, დიმიტრი ლიპარტელიანმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.