რუსეთი იმედოვნებს, რომ სირიაში თურქეთთან დაპირისპირების რისკს შეამცირებს. ამის შესახებ განცხადება კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პეშკოვმა გააკეთა.
„ვიმედოვნებთ, რომ თურქეთთან პირდაპირი კონფრონტაციის რისკი შემცირდება ორივე ქვეყნის სამხედროებს შორის მჭიდრო კონტაქტის წყალობით“,_ განაცხადა პეშკოვმა.