ბრიტანელი ფსიქოლოგების ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, თუ ფერადი წინდების ტარება გიყვართ (ეხება როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს), ეს ერთგვარი მესიჯია საზოგადოებისთვის თქვენი შემოქმედებითი ბუნების შესახებ.
თუ შეგიძლიათ ჭრელი წინდა ნებისმიერი სტილის სამოსთან ჩაიცვათ, გარდა კრეატიულობისა, ეს თქვენს გამბედაობაზეც მიუთითებს.
ეს ნიშნავს, რომ გიყვართ საზოგადოებაში მიღებული წესების დარღვევა, მათ წინააღმდეგ წასვლა, მეამბოხე ხართ, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებთ და საკუთარ ქმედებებზე თავად ხართ პასუხისმგებელნი.