თბილისში, სამების საკათედრო ტაძარს დეზინფექცია ჩაუტარდა. სადეზინფექციო ხსნარებით მთლიანად შეიწამლა ეკლესიის შიდა პერიმეტრი.
როგორც სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ამბობს, ტაძრის დეზინფექცია შაბათ-კვირის წირვასთან დაკავშირებით მოხდა.
არქინამდიტრ იოანე მჭედლიშვილის თქმით, ტაძრიში დეზინფექციის შემდეგ ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება წირვა-ლოცვა და მომლოცველებს უპრობლემოდ შეუძლიათ სამების საკათედრო ტაძარში მისვლა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქომ კორონავირუსის გავრცელების რისის შემცირების მიზნით, ტაძრებში დეზინფექციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.