„თუ ყაჩაღების ხელისუფლება, ციხეში ჩატოვებს გაუტეხელ ბესო თამლიანს, ჩემი აზრით ყოველგვარი შეთანხმება აზრს კარგავს. შეთანხმების ძირითადი აზრი არა შემდეგ პარლამენტში ადგილების გადანაწილებაშია, არამედ უდანაშაულო ადამიანების თუნდაც ნაწილის გამოხსნაში“,_ აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელ ფეისბუქში მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.
ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი პატიმრობაში რჩება.
მას გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება.
თამლიანის ადვოკატი, ლევან იოსელიანი, აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და მისთვის 1 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს. „ქართული ოცნება“ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს, თუმცა ოპოზიციის ინფორმაციით, 8 მარტის შეხვედრაზე საუბარი იყო კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, მათ შორის, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებზე.