მთავრობა აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაზე იმ ქვეყნებიდან, სადაც ავიამიმოსვლა შეზღუდულია. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში საგარეომ საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.
„ვითარება სულ უფრო რთულდება. ბევრი ქვეყანა იზოლაციის გზას მიმართავთ. დღეს 00:00 საათიდან უკრაინა თავის საჰაერო სივრცეს დახურავს და უკრაინის მიმართულებით არ შესრულდება არცერთი ავიაკომპანიის რეისი. ასევე გერმანიამ დახურა საზღვარი საფრანგეთთან, ავსტრიასთან და რამდენიმე ქვეყანასთან. აქედან გამომდინარე, სულ უფრო რთულდება შესაბამისი რეისების პოვნა, რითიც შეიძლება საქართველოს მოქალაქეები ჩამოვიდნენ საქართველოში. თუმცა, ჩვენ საელჩოებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის უწყებებთან ერთად, საავიაციო ხელისუფლებასთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად, რომ ვიპოვოთ გზები და შესაძლებლობები, რომლითაც შეიძლება საქართველოს მოქალაქეებმა ჯერ კიდევ ისარგებლონ“, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.