სარფის საბაჟოზე მიმოსვლა მგზავრებისათვის დროებით შეიზღუდა. ფიზიკური პირებისთვის სარფის საკონტროლო პუნქტი ჩაიკეტა. გადაწყვეტილება საქართველოს და თურქეთის მთავრობამ ერთობლივად მიიღეს. მიზეზი COVID19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციაა.
შეზღუდვა არ ვრცელდება სატრანზიტო მიმოსვლაზე. ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, სრული დატვირთვით იმუშავებს ვალეს და კარწახის გამშვები პუნქტები. ჯერჯერობით უცნობია, როდემდე იქნება სარფის საზღვარი დაკეტილი ფიზიკური პირებისთვის.