ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ინტესიურ რეჟიმში მუშაობას.
სოფელ გომში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძრის ჩაქრობის დროს ნანახი იქნა ბენზინის ავზი.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დავუკავშირდით. პრესსამსახურში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.
“მიმდინარეობს გამოძიება,“ – გვითხრეს პრესსამსახურში.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებას ან სხვა საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.