კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით ყირგიზეთმა ქვეყანაში შესვლა ყველა უცხოელს აუკრძალა. აკრძალვის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
ყირგიზეთში ჯერ კორონავირუსი არ დაფიქსირებულა, თუმცა, მის მეზობლად მდებარე თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული.