მარტმა თავისი სიჭინჭყლით და ჭირვეულობით, ყველაზე მეტად, გუშინ დილიდან მაღალმთიანი აჭარა მოქარგა. აქ ამ დილითაც თოვს.
ფოლკლორისა და ყოველივე ქართულის უსაზღვროდ მოსიყვარულე, გურამ გუნთაძე, საკუთარ ფეისბუქგვერდზე, სწორედ სხალთის ადრიანი გაზაფხულის თოვლობას გვაჩვენებს თავისი ფოტობიექტივიდან.
_„ჩამოთოვა სხალთას, ფაჩხას… გაზაფხული ჩემთვინ არარი“ _ ტირის სკვინჩა…. თუმცა, ავტორს რომ ვკითხეთ, ფოტოგრაფი და ჩიტი-ჩიორა ამჯერად ერთ აზრზე არიან, „ერთ ხმაში გალობენ“…