EURASIANET საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მოხდა ის, რაც წლების განმავლობაში არ მომხდარა, საზოგადოება ხელისუფლებას ენდობა.
მრავალი დამკვირვებლის თქმით, თუნდაც დიდი კრიტიკოსის, მთავრობა რაღაცას სწორად აკეთებს: უკან დაიხია და სიტუაციის კონტროლის უფლება ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს მისცა.
პრაღაში მოღვაწე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ნინიო გიგუაშვილი მაუწყებელთან საუბრისას ამბობს, რომ ძალიან დროული და ადეკვატური იყო კორონავირუსის გავრცელების გამოვლენის მიზნით დაუყონებლივ გატარებული ღონისძიებები.
„ფაქტობრივად, საქართველო პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც ეფექტური ღონისძიებები გაატარა“.
ვირუსის გავრცელების შემდეგ საქართველომ სწრაფად შეაჩერა პირდაპირი ფრენები ცხელ წერტილებთან, საზღვარგარეთიდან ჩასული ადამიანები კარანტინში განათავსა, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია ჩაატარა_ და ეს ყველაფერი იქამდე, ვიდრე ევროპის ქვეყნების დიდმა ნაწილმა უსაფრთხო რეჟიმზე დაიწყო გადასვლა.
დაიხურა სკოლები ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყანაში 3 შემთხვევა იყო გამოვლენილი.
პანდემიის გრავიტაციის ცენტრმა აზიიდან ევროპაში გადაინაცვლა და საქართველოს ძირითადი წყარო იტალია გახდა.
სახელმწიფომ წარმატებით მოახდინა საზღვარზე იტალიიდან დაბრუნებული რამდენიმე ინფიცირებული ადამიანის დადგენა და იზოლაცია, სანამ ინფექციის მეტასტაზირება მოხდებოდა.
ყველა აღნიშნული ნაბიჯი გონივრულად იყო გადადგმული მთავრობს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, მისი მოადგილე პაატა იმნაძის, ინფექციური პათოლოგიების, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის და საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიასი.
ეს ექიმები, განსაკუთრებით ეზუგბაია, მედია ვარსკვლავებად იქცნენ. თითქმის ყოველ საათში ამომწურავ სიახლეებს აწვდიან არსებული პაციენტების ჯანმრთელობის, მათი რაოდენობის, ინფექციის წყაროების, აგრეთვე ვირუსის ტრაექტორიის და გავრცელების შესახებ.
„ფრონტის ხაზზე ბრწყინვალე პროფესიონალების დაყენებამ ხელი შეუწყო, რომ საზოგადოებამ მესიჯები დროულად მიიღეს“,_ თქვა გიგუაშვილმა.
“ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. ვხედავთ ეპიდემიის გლობალურ შაბლონებს, წარსულ და გლობალურ გამოცდილებას და შემდეგ ვეუბნებით მთავრობას რა უნდა გააკეთოს მეცნიერული მტკიცებულებებისა და გამოცდილების საფუძველზე“,_ ამბობს ერთ-ერთი ეპიდემიოლოგი.
„მესაჭეებად პროფესიონალების დაყენება ალბათ ყველაზე ჭკვიანური იყო, რაც ამ მთავრობამ გააკეთა“,_ ამბობს ზურაბ ტატანაშვილი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების ექსპერტი.
„მთავრობას არ აქვს გამოცდილება. მაგრამ ეს მმართველი პარტიისთვის პოტენციურად ეგზისტენციალური მდგომარეობაა, წელს არჩევნები ტარდება. ასე, რომ შიში კარგი მრჩეველი აღმოჩნდა.“
მმართველი რეჟიმის მიმართ კრიტიკის ერთ-ერთი საკითხი ისაა, რომ მაღალ თანამდებობებზე ხდებოდა პარტიისა და მისი ძლიერი მეთაურის, მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების ფონზე, ვიდრე პროფესიული გამოცდილების ან რეპუტაციის. (ერთ-ერთი ასეთი მაგალითი: ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეა, რომელიც ფართოდ აღიქმებოდა ივანიშვილთან კავშირში.) მიიჩნევენ, რომ ეს საკადრო სტრატეგია ხსნის ყოველწიურად მმართველი პარტიის რეიტინგის ვარდნას.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ მთავრობა, კორონავირუსის კრიზისის მოგვარების წყალობით, თავიდან აიცილებს საზოგადოების მხარდაჭერის შემცირებას.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსი ამჟამად მუშაობს საქათველოს მთავრობისთვის“,_ განუცხადა გამოჩენილმა სოციოლოგმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა ახალი ამბების ვებსაიტ „ნეტგაზეთს“.
ქვეყნები პანდემიასთან ბრძოლისას კონცენტრირდებიან სამ ფაზაზე-შეკავება, შეფერხება და შემცირებაზე. საქართველომ მთელი ძალისხმევა შემოიღო დაავადების ადრეულ ეტაპზე უფრო მდიდარ ქვეყნებთან შედარებით.
„ფაქტია, რომ პრევენცია არის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი ვარიანტი ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელსაც მწირი რესურსები და მყიფე ჯანდაცვის სისტემა აქვს“,_ ამბობს გიგუაშვილი და აღნიშნავს, რომ ისეთმა მასიურმა დაავადებამ, რომელმაც გაანადგურა ჯანდაცვის სისტემები ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, კიდევ უფრო სავალალო გავლენას იქონიებს საქართველოში.
ჯერ კიდევ არსებობენ ცილისმწამებლები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველოში შეკავების მცდელობა ძალიან დაგვიანდა ან პირიქით.
სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოში კორონავირუსი უმეტესად საზღვარგარეთიდან შემოსულ ადამიანებს უდასტურდებათ, მაგრამ საფრთხე ადგილობრივი გადაცემის იზრდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევის შემდეგ, რაც დაკრძალვაზე ჩასულმა ქალმა ვირუსი დამალა.
შიდა გავრცელების შემთხვევაში ქვეყანამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს ექსტრემალური ზომების გასახორციელებლად.