საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 პაციენტი რჩება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორის პაატა იმნაძის განცხადებით, ეს შემთხვევაც ერთ-ერთ ცნობილ კლასტერს უკავშირდება.