23 მარტის საღამოს 18:00 საათის მონაცემებით, გურიაში თვითიზოლაციაში 106 ადამიანი არის.
დღეისთვის, თვითიზოლაციის ვადა დაასრულა 5-მა ადამიანმა.
გურიის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის უფროსი სპეციალისტის, ნონა კვაჭანტირაძის თქმით, გურიიდან კარანტინში 10 ადამიანი იქნა გადაყვანილი. სულ კარანტინში 31 პირი არის გურიის რეგიონიდან.