“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ის 9 ადამიანი, რომლებიც გუშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევიდან ანაკლიაში, კარანტინში გადაიყვანეს, თავს კარგად გრძნობენ.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, ნანა ოდიშარიას თქმით, როგორც გუშინ და ასევე დღეს მოხდა 9-ვე მათგანის მონახულება და მათ არ აღენიშნებათ სიცხე.
ინფორმაციისთვის, ცხრავე ადამიანი მარნეულიდან არის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კარიერებზე მუშაობდა.