სოციალური ქსელის ფეისბუქის მომხარებელი ლაშა გოდერძიშვილი იმ ბიჭებს დაეხმარა, რომლებიც ღამის საათებში თავისი შესაძლებლობებით კეთილ საქმეს აკეთებენ.
„ეს ის ბიჭია მეგობართან ერთად ღამით, რომ გადის სახლიდან და ჯიქიას ქუჩიდან დელისამდე სადიზენფექციო ხსნარებით ჩუმად და უანგაროდ წმენდენ ბანკომატებს და საბავშვო მოედნებზე საქანელებს. მიხარია და მეამაყება, რომ ესეთი ადამიანები არსებობენ! შევეცადე მცირედით, მაგრამ ჩემი წვლილიც შემეტანა ამ კეთილ საქმეში და სადეზინფექციო ხსნარები ვიყიდე და მივაწოდე ვინმემ თუ იცით კიდევ ესეთი კეთილი ადამიანები მაქვს სურვილი მცირედით, მაგრამ ჩემი წვლილი შევიტანო მათ დასახმარებლად. ასევე თუ იცით მრავალშვილიანი ოჯახი ან პენსიონერები რომლებსაც განსაკუთრებით უჭირთ შექმნილი რთული სიტუაციის გამო ეგეც გამაგებინეთ 2-3 ოჯახს შეძლებისდაგვარად მინდა მცირედით, მაგრამ დავეხმარო. ვისაც სურვილი გექნებათ თუ გინდათ ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი ოღონდ ჰიგიენურად და რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით. უბრალოდ მინდა: როცა უკან მოვიხედავ ვიცოდე და ვგრძნობდე რომ შეძლებისდაგვარად რაღაცით მაინც დავეხმარე ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს. მე დიდს ვერაფერს შევცვლი, მაგრამ ვისაც ამის რესურსი და შესაძლებლობა გაქვთ ყველამ, რომ ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ ამ რთულ ვითარებაში… #სიკეთეგადამდებია #ძალაერთობაშია,“_ წერს ფეისბუქზე ლაშა გოდერძიშვილი.