ქართველი მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში წერს, რომ პაციენტი #54-ის მეგობარი ოზურგეთში აფარებს თავს.
“მართლა ვერ ვხვდები, რა გგონიათ, რომ კორონა რამე სასჯელია? რომ მირბიან და იმალებიან? რა ჰგონიათ, რომ ამ დაავადების გამო ვინმე სადმე დასჯის ამ ხალხს და საშინელებას უზამს? რას ნიშნავს ოზურგეთშია გაქცეული და იმალება პაციენტი #54-ის მეგობარი მამაკაცი? მართლა ამიხსნას ვინმემ, თორემ გავგიჟდი უკვე… ამდენი შეგნება როგორ არ უნდა გქონდეს ადამიანს? სად იზრდებიან? რა აზროვნება აქვთ ? თბილისიდან რამდენიმე საათში მცხოვრებ ხალხს? ან რად უნდა რამდენიმე საათი, თბილისში უარესი არ ხდებოდა 2 დღის წინ ? და გუშინ კიდევ ლისზე?” – წერს თიკა ჯამბურია.
“გურია ნიუსი“ დეტალების გასარკვევად თიკა ჯამბურიას დაუკავშირდა. მომღერალი ამბობს, რომ დეტალების გასარკვევად შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.
“არ ვიცი დეტალები, ვიღაცას ჰქონდა ფეისბუქზე სტატუსი დაწერილი და ჩემს გვერდზე გავაზიარე. სხვა დეტალები არ ვიცი,“ – გვითხრა თიკა ჯამბურიამ.
ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის, მაია ქუტიძის თქმით, ამ ეტაპზე ამის შესახებ ინფორმაცია, არ აქვს.
“აუცილებლად მოვიკვლევ “ – გვითხრა მაია ქუტიძემ.