“სასულიერო პირი, რომელიც დაინფიცირებულია, არის დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი”, _ ეს განცხადება ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა Facebook-ის გვერდზე გაავრცელა.
ვიდეომიმართვაში ეპარქიის მღვდელმთავარმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მამა იოსებს ტემპერატურა დასტაბილურებული აქვს და საშიშროებას არარ წარმოადგენს. მეუფის თქმით, ტესტის პასუხი გუშინ, 5 დღის ლოდინის შემდეგ მიიღეს.
„მისი ნებართვით, მინდა მისი სახელი და გვარი ვთქვა, ვინაიდან ამით მაგალითი მივცეთ სხვა პირებს. დღეს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა დამალო არაფერი, არამედ – პირიქით. სასულიერო პირი, რომელიც დაინფიცირებულია, არის დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი“, – განაცხადა მეუფე საბამ.