დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბირმინგემის აეროპორტში დროებითი პროზექტურა მოეწყო, _ ამის შესახებ Skynews-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში 12 ათას ცხედარზე გათვლილი პროზექტურის მშენებლობა კორონავირუსის სწრაფ გავრცელებას უკავშირდება.
როგორც Skynews-ი წერს, პირველ ეტაპზე დროებით მორგი 1 500 ცხედარზე იქნება გათვლილი, მაგრამ არსებული ვითარების გაუარესების შემთხვევაში, 12 ათას გარდაცვლილს მოათავსებენ.