ზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია “ფეისბუქის”ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური.
მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
როგორც “გურია ნიუსს” უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს.