შეიძლება ეს გადავიდეს უმართავ პროცესებში, როგორც მოხდა იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და მრავალ ევროპულ ქვეყანაში”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ის მოსახლეობას აძლევს რეკომენდაციას, მინიმუმ ორი თვის განმავლობაში დაიცვან სოციალური დისტანცია და დარჩნენ სახლში.
“შეიძლება ეს გადავიდეს უმართავ პროცესებში, როგორც მოხდა იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და მრავალ ევროპულ ქვეყანაში, რომლებიც არიან გაცილებით ძლიერები ეკონომიკურად, გაცილებით ძლიერები ჯანდაცვის სისტემის თვალსაზრისით, ვიდრე საქართველო. ამის რეალური საშიშროება ქვეყანაში არის. სოციალური დისტანცირება არის ყველაზე უფრო მძლავრი იარაღი ეპიდემიებთან ბრძოლის. უნდა გავიჭირვოთ მინიმუმ ორი თვე და ვიყოთ სახლებში”, — თქვა გამყრელიძემ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და რისკჯგუფში მყოფი სხვა პირები.