საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით განისაზღვრა საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეულიინფექციის შესაძლო შემთხვევების გავრცელების, პრევენციისა და საეჭვო ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისთვის მობილიზებული დაწესებულებების ჩამონათვალი.
მათ შორის არის ჯეოჰოსპიტალსის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, სადაც ცხელების ზონა გამოიყო. აქ ხდება ცხელების მიმდინარე ყველა შემთხვევის ტრეაჟი(გამოკვლევა), დიაგნოსტირება, ინფექციის გამოვლენის მიზნით დამტკიცებული დიაგნოსტიკური ალგორითმის შესაბამისად. შემთხვევის გამოვლენის დროს მოხდება ამ ეტაპზე არსებული ინსტრუქციის შესაბამისად პაციენტის რეფერალი იმ კლინიკებში, სადაც ტარდება მკურნალობა.
ბრძანება ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა.