ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს კორონავირუსზე ტესტირება ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 16 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია.
„დილის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა, ქვეყანაშია 148 ინფიცირებული, მათგან 40 მკურნალობს ჩვენთან. დღეს 16 პაციენტთან ჩატარდა ტესტირება, ყველა პასუხი უარყოფითი იყო. გაგზავნილი გვაქვს ლუგარის ლაბორატორიაში ტესტების მეორე ნაკადიც, მიმდინარეობს კვლევის პროცესი და სიახლეებს დილისთვის უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.