Developed By Web Features 2024 © All rights reserved
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, ჭიღვარია წასვლის შესახებ განცხადებას დღეს დაწერს.
ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა ჭიღვარიას გადაწყვეტილების მიზეზი.
“გურია ნიუსი” შეეცადა ქუთაისის მერთან დაკავშირებას, თუმცა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ცნობისთვის, გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერად 2017 წელს აირჩიეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved