„კრიზისის დროს ჯანდაცვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერება ზუსტად ისეა საშიში, როგორც ჟღერს”, – ასე გამოეხმაურა კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერებას. მილიარდერი Twitter-ზე წერს, რომ ჯანმო მსოფლიოს სჭირდება.
„კრიზისის დროს ჯანდაცვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერება ზუსტად ისეა საშიში, როგორც ჟღერს. მათი საქმე COVID 19-ის გავრცელების შეჩერებაა და თუ ეს საქმე შეჩერდება, მათ ვერც ერთი სხვა ორგანიზაცია ვერ შეცვლის. მსოფლიოს სჭირდება ჯანმო“, – წერს გეიტსი.
აშშ-მ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება დღეს შეაჩერა. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განმარტა, ამის მიზეზი ორგანიზაციის მიერ პანდემიის ცუდი მართვაა.