ნოტრე დამის ხანძრისგან წელიწადი გავიდა. ხანძრის შემდეგ ტაძრის ზარმა ოთხშაბათს პირველად დარეკა, თუმცა, პანდემიის გამო ტაძრის აღდგენის სამუშაოები შეჩერებულია.
NPR-ს ინფორმაციით, როგორც მთავარმა არქიტექტორმა, ფრომონტმა განაცხდა, მუშებს შორის 3 მეტრიანი დისტანციის შენარჩუნება მუშაობის პროცესში შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, ტენიანობა სათანადო დეზინფექციას ხელს არ უწყობდა.
მთავარი არქიტექტორი ასევე აღნიშნავს, რომ ნოტრე დამის ჭერი ჯერ კიდევ ჩამონგრევის საფრთხის წინაშეა.
ხანძართან დაკავშირებულ წლისთავს, საფრანგეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა.
მაკრონის განცხადებით, ნოტრე დამის რესტავრაცია არის ფრანგი ხალხის გამძლეობის სიმბოლო.