საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრა გამართა ფრაქცია ‘სლუგა ნაროდას“ დეპუტატებთან _ შეხვედრა მისი ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნის წინ რეფორმების საკითხებს შეეხებოდა.
სააკაშვილმა მისი ვიცეპრემიერად დანიშვნის შემთხვევაში საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა.
„სლუგა ნაროდას“ დეპუტატმა პაველ ფროლოვმა, რომელიც ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა, ფეისბუქზე სააკაშვილის გამონათქვამები და გეგმები გამოაქვეყნა:
_ მსოფლიო სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
_ ბიზნესისსაქმიანობის დერეგულარიზაცია და გამარტივება;
_ პარლამენტსა და მთავრობას შორის კომუნიკაციის გაძლიერება;
_ ბიუროკრატიასთან ბრძოლა;
_ სამუშაო ადგილების შენარჩუნება და შექმნა მცირე და საშუალო ბიზნესში;
_ „ბარიგა:“ მხოლოდ პოროშენკოზე ვთქვი;
_ სახურავებზე აღარ ვირბენ _ ეს უხერხულია;
_ არასდროს არ ვუღალატებ ზეს (ზელენსკი) _ ვერც მე და ვერ ის ვერ ვიტანთ კორუფციას;
_ მე მსოფლიოში საუკეთესო საბაჟო ჩამოვაყალიბე;
_ ვიმუშაოთ ერთად. ჩვენ კონფლიქტი არასდროს გვექნება:
_ არჩევნებში მონაწილეობას არც უკრაინაში და არც საქართველოში არ მივიღებ _ იქ ჩემი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს;
_ მრჩევლად არ ვიმუშავებ _ ვიცე-პრემიერს უფრო დიდი უფლებები აქვს და მთავრობაში მინისტრებს გავუწევ კოორდინაციას;
_ მე ვიქნები უკრაინის განვითარების ვიცე პრემიერ-მინისტრი;
_ თუ ზელენსკის არაფერი გამოუვა, უკრაინა დამთავრდება.