საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოახერხა დაეყოლიებინა ფრაქცია „სლუგა ნაროდას“ წევრები, ხმა მიეცათ მისი გავიცეპრემიერებისთვის _ იუწყება „უკრაინსკაია პრავდა“.
გამოცემის წყაროს თქმით, „ახლა ფრაქციის სხვადასხვა ჯგუფებში ისევ მიმდინარეობს საკითხის განხილვა და გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ვინც შეხვედრამდე არ იყო ჩამოყალიბებული, მიეცა თუ არა ხმა სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნისთვის, ახლა წინააღმდეგნი არიან. „ჩვენ ხომ ბავშვები არ ვართ _ ვხედავთ, რომ მიშას პრემიერობა უნდა“, _ ამბობენ დეპუტატები“, _ იუწყება წყარო.
საკითხისთვის კენჭისყრაზე დაყენების გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, თუ ამ საკითხს მხარს უჭერს ფრაქცია „სლუგა ნარდას“ 70 პროცენტი. ახლა მსგავსი მხარდაწერა სააკაშვილს არ აქვს, ამიტომ ახლა მისი მთავარი ამოცანაა, ხმები სხვა ფრაქციებში იშოვოს.
„თუ ის დაარწმუნებს სხვა ფრაქციებს და „სლუგა ნაროდას: მოყოყმანე დეპუტატების გადმობირებას, შესაძლოა, კენჭისყრა მომავალ კვირაში შედგეს”, _ წერს “უკრაინსკაია პრავდა”.