აშშ-ში კორონავირუსით 51 ათასზე მეტია ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა ქვეყნის სამ შტატში რეგულაციები შეარბილეს. ჯორჯიისა და ოკლაჰომას შატატებში სილამაზის სალონები და სპაცენტრები კვლავ მოემსახურება მოსახლეობას. სხვადასხვა ბიზნესსექტორს მოეხსნა შეზღუდვები ალასკაზეც. ამის შესახებ BBC წერს.
სპეციალისტები გადაწყვეტილებას სახიფათოდ მიიჩნევენ და განმარტავენ, რომ ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, ინფიცირებულთა ახალი ტალღა წარმოშვას. რეგულაციების შერბილების მიუხედავად, ამ შტატების ცალკეულმა ქალაქებმა გადაწყვიტეს, მათთან არსებული რეგულაციები კვლავ ძალაში დატოვონ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
წყარო: იმედინიუსი