ავტოსაგზაო შემთხვევას კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ღამით, კომენდანტის საათის დროს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულია ახალგაზრდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელიც ჩადენილია ნარკოტიკული ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, გულისხმობს.




































































