„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუროს სხდომის გამართვას დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით გეგმავს“, _ ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
“საკრებულოს აპარატი სხდომის შეუფერხებლად წარმართვისთვის ემზადება. საჯარო მოხელეებმა პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის _ “პროგრესის სახლის“ წარმომადგნელებთან თანამშრომლობით ყველა ის ტექნიკური დეტალი და შესაძლებლობა განიხილეს, რომელიც ონლაინ რეჟიმში, საკრებულოში ჩასატარებელი სხდომების შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველსაყოფად არის საჭირო.
სამუშაო პროცესს გაეცნო საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია“.
როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „საკრებულოს ბიურო, ხვალ 29 აპრილს 13:00 საათზე დაიწყება, ბიუროს წევრები სხდომაში დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით შეძლებენ მონაწილეობას. სრულად იქნება გათვალისწინებული რეგლამენტით დადგენილი ნორმები, მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით, სხდომის პირდაპირი ტრანსლირება საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე გახორციელდება“.