სამართალდამცავებმა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზეა დაკავებული. უწყების ცნობითვე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.
დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2015 წელს გაათავისუფლეს.
დავით ცინარიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2015 წელს მოექცა, მაშინ როცა ეკა ყუშიტაშვილმა, რომელიც პატრულს შეურაცხყოფას აყეებდა მისი სახელი ახსენა.