კიმ ჩენ ინის სამ კვირიანი გაუჩინარების მიზეზი ისევ საიდუმლოებითაა მოცული, მას შემდეგ რაც სამხრეთ კორეაში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეას ლიდერს არც სამედიცინო პროცედურა არ გაუვლია და არც ოპერაცია გაუკეთებია.
ჩრდილოეთ კორეას ლიდერი 15 აპრილს ბაბუის დაბადების დღეზე არ მივიდა და 20 დღის განმავლობაში არ ჩანდა.
კიმ ჩენ ინი, რამდენიმე დღის წინ, გადამამუშავებელი ქარხნის გახსნაზე გამოჩნდა, გუშინ კი სამხრეთ კორეას მისამართით, საზღვარზე ცეცხლის გაიხსნა, რასაც სამხრეთ კორეას მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.
ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველი ინციდენტია მას შემდეგ, რაც მხარეებმა გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სროლა იმის წარმოჩენის მცდელობაა, რომ კიმი ჯერ კიდევ ხელმძღვანელობს ჩრდილოეთ კორეას არმიას.
„გუშინ კიმმა სცადა დაენახვებინა, რომ ჯანმრთელადაა, დღეს კი ცდილობს შეამციროს ყველა სახის სპეკულაცია, რომ არ შეუძლია არმისს სრული კონტროლი”,_ ამბობს ასანის პოლიტიკის შემსწავლელი ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი.