ატყობთ, ხომ რაღაც სიტყვას რომ ამოიჩემებენ სულელურად და ზოგი რომ გაქრება დროთა განმავლობაში და ზოგიც რომ საშინლად მოიკიდებს ფეხს? _ ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ გვერდზე წერს.
“ახლა ერთი ჩინოვნიკის წყალობით ”ამოიქოქება” შემოდის მოდაში. ჯერ მხოლოდ ეკონომიკაზე ამბობენ, ამოვქოქავთო, ხვალ უკვე მანქანის ამოქოქვაზე ილაპარაკებენ. მერე ”გადადგი ბიჭო ფეხის” ნაცვლად, ამოქოქე ბიჭო ფეხიო იტყვიან და ასე შემოგვეპარება მორიგი ”გაიხარეეეეთ”.
სხვა გასამოდურებელი სიტყვაც ცდილობს ფეხის მოკიდებას- ”ჩავასხით”. მშევენიერია, რას ერჩითო, იტყვით. კი, მშვენიერია, თუ წყლის ჩასხმაზეა საუბარი ან მუცელში ყანწით ღვინის გადაშვებაზე. ფულის ჩასხმა კი უაზრობაა.
ენის პალატაა თუ რაღაცა, როდის ამოიქოქება და ისევ ვასხამთ ხომ მაყუთს ბიუჯეტიდან?” _ წერს გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.