ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ამჟამად 16 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში.
ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორი მაია ქუტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს აცხადებს, რომ ეს ადამიანები გადამზიდი სატვირთო მანქანების მძღოლებია.
“16-ივე ადამიანზე მიდის დაკვირვება. არცერთ მათგანს არ აღენიშნება სიცხე და არც სხვა სიმპტომები, რაც ახასიათებს კორონავიურსს“, _ თქვა მაია ქუტიძემ.
ბოლო ინფორმაციით, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 432 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 3890 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 357. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.