შეიძლება სასწაულიც ვუწოდოთ ფაქტს ,რომელიც უამრავი ქალისთვის იმედის და სტიმულის მომცემი იქნება.
,,ხონელიძის კლინიკაში”, 14.05.2020-ს 52 წლის ასაკში ქალბატონმა დოდო გიორგაძემ ქვეყნად მოავლინა პირველი შვილი, ჯანმრთელი გოგონა ლუსი ოდილავაძე. ბედნიერი დედა და ახალშობილი თავს მშვენივრად გრძნობენ. ორსულობის 9 თვიანმა პერიოდმა უპრობლემოდ ჩაიარა .ულამაზესი ლუსი ნამდვილად ღვთის საჩუქრია. ქალბატონი დოდო უამრავი იმედდაკარგული ქალბატონის მაგალითი უნდა გახდეს. თანამდროვე სამყაროში შეუძლებელია თითქმის არაფერია. მთავარია, გწამდეთ, გჯეროდეთ და არასდროს დანებდეთ.