კანონპრექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის ტყის მასივის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
საუბარია “ტყის კოდექსში” შესატან ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს. კანონპროექტის კენჭისრამდე, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ კრიტიკა უსაფუძვლოა და საპატრიარქოს აღნიშნული კანონპროექტით ვალდებულებები ემატება.
“მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს ჩვენ არჩევნების წინ ვაპირებთ საპატრიარქოს გადავულოცოთ ტყეები და საკუთრების უფლება ტეყეებზე. მე და ყველა, ვისაც კოდექსი წაკითხული აქვს, ვიცით, რომ ამ კანონპროექტით საპატრიარქოს თუსკი მიეცემა ტყეები გარკვეული რაოდენობით იმ ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიით, რომელიც ტყის ფონდშია განთავსებული, მას მეტი ვალდებულებები ექნება ამ კოდექსით, ვიდრე უფლებები. ისინი მოიცავს მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, ინვენრატიზაციას, მართვის გეგმების შექმნას და ა.შ. ისევე, როგორც ყველა სხვა ტყით მოსარგებლეს. ამიტომ, თითქოს ჩვენ უსასყიდლოდ ვაძლევთ საპატრიარქოს ტყის მასივებს მორიგი ტყუილი და შეურაცხყოფაა” – ამბობს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.