„ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ წლისა და ხუთი თვის გოგონას, ასევე, ექვსი თვის ბიჭს ლანჩხუთიდან ,,კოვიდ 19″ არ აღმოაჩნდათ“,_ ამის შესახებ ინფორმაცია, მედიის წარმომადგენლებს ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განუცხადა.
ლანჩხუთიდან ორი ბავშვი ფოთის ცხელების ცენტრში ორი დღის წინ გადაიყვანეს. მათ აღენიშნებოდათ ცხელება.
თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, ორივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.