პარიზში 50-მდე ჯანდაცვის მუშაკი დააჯარიმეს, რამდენიმე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პარიზში ჰოსპიტალთან უკეთესი დაფინანსების მოთხოვით 400-ზე მეტი ექიმი, მედდა და დამხმარე პერსონალი შეიკრიბა.
ისინი აქციას საავადმყოფოსთვის დაფინანსების გაუმჯობესების მოთხოვნით მართავნდნენ.
როგორც პოლიცია ამბობს, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებმა სოციალური დისტანციის დაცვის წესი დაარღვიეს.
BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ მათ დაშლისკენ მოუწოდა, ვინც პოლიციის მოწოდებას არ დაემორჩილა ადგილზევე 135 ევროთი დააჯარიმეს.