ხანძარი იყო ხულოში, სოფელ წაბლანაში.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, რომელშიც რვა სული ცხოვრობდა.
მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო სამსახური ადგილზე დროულად მივიდა, სახლი სრულად დაიწვა. საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “გურია ნიუსს” ხულოს მერიაში განუცხადეს, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება და მათ ქირით უზრუნველყოფს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი,უცნობია.
































































